საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სამეცნიერო კონფერენცია „ივანე ჯავახიშვილი – 148“

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი 2024 წლის 23 აპრილს გამართავს ივანე ჯავახიშვილის დაბადებიდან 148-ე წლისთავისადმი მიძღვნილ პროფესორ-მასწავლებელთა სამეცნიერო კონფერენციას – ივანე ჯავახიშვილი  – 148.

იმუშავებს შემდეგი სექციები:

  • ისტორია
  • ენათმეცნიერება
  • ლიტერატურათმცოდნეობა
  • კავკასიოლოგია
  • ფილოსოფია
  • ეთნოლოგია
  • არქეოლოგია
  • კულტურის კვლევები
  • ხელოვნებათმცოდნეობა

კონფერენციაში მონაწილეობის ფორმატი: მოხსენება.

კონფერენციის რეგლამენტი:

მოხსენება – 15 წუთი.

მსჯელობა – 5 წუთი.

საკონტაქტო ელ. ფოსტა:  research.humanities@tsu.ge

საკონტაქტო პირი: ასოც. პროფესორი ეკატერინე ნავროზაშვილი

თეზისების გადმოგზავნის ბოლო ვადაა 2024 წლის 5 აპრილი.

 

იხ. თეზისების გაფორმების წესი:

გაერთიანებულ დოკუმენტში  (MS Word-სა და  იდენტური შინაარსის შემცველ  PDF-ში) გთხოვთ  შეიტანოთ შემდეგი მონაცემები:

1.      ავტორის სახელი და გვარი ქართულად და ინგლისურად;

2.      თეზისების სათაური ქართულად და ინგლისურად;

3.      ორგანიზაციის დასახელება ქართულად და ინგლისურად;

4.      ფაკულტეტის დასახელება ქართულად და ინგლისურად;

5.      თეზისების ძირითადი ტექსტი   (MS Word-ით და pdf-ფორმატით) ქართულად და ინგლისურად;

6.      3-5  საკვანძო სიტყვა ქართულად და ინგლისურად;

7.      ფორმატი — A4

8.      შრიფტი —  UNICODE (Sylfaen)

9.      თეზისების /სტატიის ძირითადი ტექსტი დაიწყეთ მომდევნო,  ახალი გვერდიდან,  12 ზომის შრიფტით.

10.  ფოტოების და სხვა გრაფიკული გამოსახულების კომპიუტერული ვარიანტი შესრულებული უნდა იყოს JPG ფორმატში.

11.  თეზისის მოცულობა:  500-600 სიტყვა.

12.  თავფურცელი გააფორმეთ  შემდეგი თანმიმდევრობით:

  • ავტორ(ებ)ი — 12 ზომის შრიფტით ცენტრში;
  • სათაური — 12 ზომის შრიფტით ცენტრში;
  • ორგანიზაცია, მაგ., ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი — 12 ზომის შრიფტით ცენტრში;
  • ფაკულტეტის დასახელება — 12 ზომის შრიფტით ცენტრში;
  • ბოლოს — საკვანძო სიტყვები.

 

 

თარიღი: 25/03/2024